სამედიცინო წარმომადგენელი
კლინიკის გუნდი ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ სამედიცინო წარმომადგენელს.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უკვე აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, იცნობს კლინიკებთან მუშაობის სპეციფიკას, შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია ექიმებთან და სამედიცინო პერსონალთან და ორიენტირებულია შედეგზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
- ლოკაცია: რუსთავი
ძირითადი მოვალეობები
- ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან პროფესიული კომუნიკაცია
- კლინიკებში დაგეგმილი ვიზიტების განხორციელება
- სამედიცინო პროდუქტებისა და აპარატურის პრეზენტაცია
- ახალი პარტნიორი კლინიკებისა და ექიმების მოძიება
- გაყიდვების პროცესის მართვა და დასახული მიზნების შესრულება
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
- ხელმძღვანელისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ჩვენი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება
- სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია
- კლინიკებთან და ექიმებთან ურთიერთობის გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- აქტიურობა, ენერგიულობა და მიზანდასახულობა
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
თუ ხარ გამოცდილი სამედიცინო წარმომადგენელი, კარგად იცნობ სამედიცინო სფეროს და მზად ხარ პროფესიული შესაძლებლობებისა და განვითარების ახალი ეტაპისთვის - მოხარული ვიქნებით, შემოუერთდე ჩვენს გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.