საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
შპს "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.
შესასრულებელი სამუშაო:
- სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა;
- კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა;
- ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება;
- სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;
- ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;
- საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
- აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://gsm.selfrecruit.ge/s/iYpE
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.