Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

HQBTRRKD 11 Kas tarihinde yayınlandı 5 görüntüleme

ტექნიკური ინფრასტრუქტურის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Görüşülür 12 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

"ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინფრასტრუქტურის მენეჯერის (IT) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

  • IT ინფრასტრუქტურა და სმარტ სისტემები
  • ინტერნეტისა და შიდა ქსელის საკაბელო გაყვანილობის მოწყობა (დაქსელვა), LAN/Wi-Fi ქსელების გამართვა და დაფარვის ხარისხის კონტროლი;
  • ქსელური მოწყობილობების — როუტერების, სვიჩებისა და წვდომის წერტილების — დაყენება, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კომპიუტერების, პრინტერებისა და სხვა მოწყობილობების გამართვა, პროგრამების ინსტალაცია და ხარვეზების აღმოფხვრა;
  • ვიდეომეთვალყურეობის (CCTV/NVR), დაშვების კონტროლისა და ჭკვიანი სახლის სისტემების ადმინისტრირება და მუშაობის მონიტორინგი;
  • ქსელისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ანგარიშებისა და წვდომების მართვა, საჭირო მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენის შემოწმება;
  • ინტერნეტპროვაიდერებთან და ტექნიკური მომსახურების კომპანიებთან კომუნიკაცია, შეფერხებებზე დროული რეაგირება.
  • სახლის ტექნიკური და სამეურნეო მოვლა
  • სახლის, დამხმარე სივრცეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და ყოველდღიური სამეურნეო საკითხების ორგანიზება;
  • ელექტროობის, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მდგომარეობის კონტროლი;
  • გენერატორისა და სხვა სარეზერვო სისტემების გამართულობის მონიტორინგი და გეგმური მომსახურების ორგანიზება;
  • ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა და საჭიროებისას შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა;
  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა, ხელოსნებისა და კონტრაქტორების კოორდინაცია, ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • გეგმური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების გრაფიკის შედგენა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • საჭირო მასალების, ინსტრუმენტებისა და ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება, შეთავაზებების შედარება და მარაგების მონიტორინგი;
  • შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯების კონტროლი, ტექნიკისა და ინვენტარის აღრიცხვა, მომსახურების დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი, ხელმძღვანელობისთვის შესრულებული სამუშაოებისა და საჭირო ხარჯების შესახებ ანგარიშგება;
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ანალოგიურ პოზიციაზე (IT სპეციალისტი, სისტემური ადმინისტრატორი, ტექნიკური მენეჯერი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ტექნიკურ ან საინჟინრო მიმართულებით;
  • ქსელების გამართვის პრაქტიკული გამოცდილება; TCP/IP, DNS, DHCP და Wi-Fi ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ვიდეომეთვალყურეობისა და ჭკვიანი სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • საინჟინრო სისტემების მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა, ხელოსნებთან და კონტრაქტორებთან მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე და ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz