8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

HQR2QDRC 21 Eyl tarihinde yayınlandı 20 görüntüleme

რედბერი

რედბერი

გაყიდვების კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

"Redberry" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის შესახებ:

სამკაულების მაღაზიაში იმუშავებ მომხმარებელთან, თბილისის ერთ-ერთ ფილიალში. გამოცდილება არ გჭირდება, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. გრაფიკი ცვლებშია: კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.

გრაფიკი:

  • კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. შაბათ-კვირაც სამუშაო დღეებია, ამიტომ დასვენება მათ ყოველთვის არ ემთხვევა.
  • დღეების უმეტესობა 6-საათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე 12-საათიანია და ცვლები როტაციულია.
  • მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.

სამუშაო ადგილი:

  • აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
  • ჭავჭავაძე, ჭავჭავაძის გამზ. 60ბ
  • გალერია თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
  • სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
  • ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
  • თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
  • თბილისი მოლი 2, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ

მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa

რას გთავაზობთ:

  • ყველაფერს ადგილზე გასწავლით
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
  • ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
  • ძირითადად 6-საათიანი ცვლები

რას გააკეთებ:

  • დახვდები მომხმარებელს და დაეხმარები არჩევანში
  • მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
  • მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
  • იმუშავებ სალაროსთან
  • იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს

ჩვენი მოლოდინი:

  • 18 წელი და მეტი
  • ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
  • საქართველოში მუშაობის უფლება

ჩვენს შესახებ:

wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:

რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.

მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg

პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად, ერთ საათში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
რედბერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek