წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორი
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე:
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5). სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე. ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
- სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- გუნდურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.