ავტოსესხის მენეჯერი
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსესხის მენეჯერის პოზიციაზე.
"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.
სამუშაო ტერიტორია: ქუთაისი, ჭავჭავაძის 45.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
- ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
ანაზღაურება: 1 100 (ერთი ათას ასი) ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ავტოსესხის მენეჯერი ქუთაისში.
გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.