9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

J0YC5V7J 11 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

ბი-ემ-ესი

ბი-ემ-ესი

ქსელური მიმართულების გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ქსელური მიმართულების გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N64 სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ. ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები:

  • ქსელური მიმართულების გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი და ანალიზი
  • რითეილ ქსელებთან ურთიერთობის მართვა და მოლაპარაკებების წარმოება
  • გუნდის მართვა, შედეგების მონიტორინგი და ეფექტიანობის ზრდა
  • შეკვეთების დამუშავება და შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა და კონტროლი ქსელურ ობიექტებში
  • პრომო აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
  • რეგულარული რეპორტინგი და ხელმძღვანელთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:

  • გამოცდილება არაა აუცილებელი
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბი-ემ-ესი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek