9.776 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

J1PSRN05 20 Eki tarihinde yayınlandı 10 görüntüleme

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

ანაზღაურებად სტაჟირება - კლინკერის/მაცივრის და კონვეიერის ზედამხედველი

Tiflis Staj Diğer
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 17 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში კლინკერის, მაცივრის და კონვეიერის ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2 გრაფიკი: სრული, ცვლებში სამუშაო, 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა; რაოდენობა: 1 სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები: - ცვლის მიღება-გადაბარებისას აგრეგატების სრული შემოწმება - მაცივრის გამართული პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი - თავის კომპეტენციის ფარგლებში ავარიული სიტუაციების თავიდან აცილება, ავარიული გაჩერების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ცვლის უფროსისთვის - მბრუნავი ღუმელის ოპერატორის და ცვლის უფროსის მითითებების ზედმიწევნით შესრულება - კლინკერის მაცივრის და სილოსში მიმწოდი კონვეიერების მოწყობილობებზე შემპოხი მასალების დონის კონტროლი და ცვლის უფროსის ინფორმირება - ჰიდრავლიკური სისტემის და მასთან არსებული ტუმბოების გამართული მუშაობის კონტროლი - სამუშაო ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ცვლის გადაბარებამდე - სინჯის აღების პროცედურის დაცვა (ყოველი ახალი სინჯის აღებამდე ძველი კლინკერის სინჯის გადაყრა) - კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა

სასურველია გქონდეთ: - წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება - აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება - პუნქტუალურობა - პასუხისმგებლობის გრძნობა - გუნდური მუშაობის უნარი - ანალიზის უნარი

ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს: სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად დამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებას ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კლინკერის, მაცივრის და კონვეიერის ზედამხედველი (კასპი)

გისურვებთ წარმატებას! თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით. ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz