გაყიდვების მენეჯერი
Kvari Group აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი — ფასადის მასალები და მომსახურება
„კვარი ჯგუფი“ ვენტილირებადი ფასადების სფეროში გამოცდილი და სანდო პარტნიორია. ჩვენ ვაერთიანებთ ხარისხიან მასალებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროფესიონალთა გუნდს. ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვქმნით გამძლე, უსაფრთხო და გამორჩეულ ფასადებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს თბილისში.
ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი მოსაპირკეთებელი მასალებით: - ალუმინის კომპოზიტური პანელები (ACP / ალუკობონდი). - კომპაქტლამინატი (HPL). - კერამოგრანიტი. - ტერაკოტის პანელები. - ალუმინის პანელები და ლამელები.
გაყიდვების მიმართულებები: - ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები. - ვენტილირებადი ფასადის ქვეკონსტრუქცია. - ფასადის სამონტაჟო სამუშაოები. - ფასადის სერვისი და ტექნიკური მომსახურება.
ძირითადი მოვალეობები: - ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — დეველოპერები, სამშენებლო კომპანიები და კერძო დამკვეთები. - სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა. - ობიექტებზე ვიზიტი და დამკვეთის საჭიროებების განსაზღვრა. - ტექნიკურ გუნდთან ერთად კომერციული შეთავაზებების მომზადება. - მოლაპარაკებების წარმოება და კლიენტთან ურთიერთობის მართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე.
მოთხოვნები: - აქტიური გაყიდვების გამოცდილება; სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. - ქართული ენის გამართული ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. - პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი. ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი: განიხილება გასაუბრებაზე.
გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.