Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

J8RM6JTB 5 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

ფინანსური ანალიტიკოსი

Leverage Lab Dış ilan
Görüşülür 6 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

"Leverage Lab" არის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების მქონე, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ფინანსები, ბიზნესის ანალიზი და რეალურ ბიზნესპროექტებზე მუშაობა.

ლოკაცია: თბილისი, ვაკე სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (ძირითადად ოფისიდან, პერიოდულად დისტანციურად) ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი და ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • ფინანსური მოდელების, პროგნოზებისა და ბიუჯეტების მომზადება;
  • Excel-ში მონაცემების დამუშავება, სტრუქტურირება და ანალიტიკური მოდელების შექმნა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენება ანალიტიკური პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია

  • Microsoft Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1);
  • AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და განვითარების სურვილი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორის საკრედიტო მიმართულებით ან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
  • ფინანსური მოდელირებისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის გამოცდილება.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა, ძლიერი ანალიტიკური უნარები და პროფესიული განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ?

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
  • ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას;
  • მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

შერჩევის პროცესი

შერჩევის პროცესი მოიცავს გასაუბრებას, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს დაევალებათ პრაქტიკული ფინანსური ანალიზის ქეისის შესრულება Microsoft Excel-ში.

განაცხადის გაგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Financial Analyst - სახელი გვარი

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz