პერსონალური ასისტენტი
კომპანია ეძებს CEO-ს პერსონალურ ასისტენტს, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან ორგანიზებასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და პროაქტიულ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, რამდენიმე საკითხის ერთდროულად მართვა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პროფესიონალურად მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
- CEO-ს კალენდრის მართვა და ორგანიზება, მათ შორის შეხვედრების, საქმიანი ვიზიტებისა და მოგზაურობის დაგეგმვა და კოორდინირება;
- ელექტრონული ფოსტის მართვაში მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა და პრიორიტეტიზაცია;
- სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და საჭირო მასალების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში ანგარიშების, დოკუმენტების, მოხსენებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- შეხვედრების, ღონისძიებებისა და მივლინებების საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხების კოორდინირება;
- სხვადასხვა პროექტისა და მიმდინარე დავალების განხორციელებაში ჩართულობა;
- აღმასრულებელი დირექტორის სახელით შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
- შეხვედრებისა და შეთანხმებული საკითხების შემდგომი ნაბიჯების კონტროლი და შესაბამის პირებთან კოორდინირება;
- სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა;
- აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- პერსონალური ასისტენტის, აღმასრულებელი ასისტენტის, ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფად რეაგირების უნარი;
- პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პროფესიულად მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: 2, 000-3, 000 ლარი NET, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ;
- კვებით უზრუნველყოფა;
- FitPass;
- დაბადების დღეზე დამატებითი დასვენების დღე;
- პროფესიული განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობები;
- საპენსიო სქემასთან დაკავშირებული მოქნილი პირობები;
- მეგობრული და დინამიკური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარებისა და სხვადასხვა პროექტში ჩართულობის შესაძლებლობა.
თუ ხარ ორგანიზებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გსურს იმუშაო დინამიკურ გარემოში, სადაც ყოველდღიურად განსხვავებულ ამოცანებთან მოგიწევს შეხება, მოხარული ვიქნებით შენი კანდიდატურის განხილვით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.