მზარეულის დამხმარე
"მალული" - ეს არის პატარა, მყუდრო კაფე, რომელიც უკვე 1 წელია, რაც სიყვარულით მასპინძლობს თავის სტუმრებს. ვინაიდან მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო გვაქვს და არ გამოვირჩევით გადატვირთული რიტმით, ჩვენთან მუშაობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სიმშვიდეში, სტრესის გარეშე და სასიამოვნო გუნდთან ერთად მუშაობა.
ახლა კი ვეძებთ მზარეულის დამხმარეს ჩვენს პატარა ოჯახში!
ძირითადი მოვალეობები:
- მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში (პროდუქტების დამუშავება, დაჭრა და ა.შ.)
- ჭურჭლისა და სამზარეულო ინვენტარის რეცხვა
- სამზარეულო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
მოთხოვნები:
- სამზარეულოში ფუსფუსის სიყვარული და ელემენტარული უნარები (დანარჩენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით!)
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
- სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული
პირობები და რას გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (დილის და საღამოს ცვლა)
- ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში -6 ლარი საათში, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ -8 ლარი საათში
- მშვიდ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
სამუშაო ადგილი: ნ.ჩხეიძის ქუჩა (ვორონცოვი)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.