პიცაიოლო/პიცის ოსტატი, მიმტანი
იტალიური "Pizzeria Dolce"-ს გუნდი ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ პიცის ოსტატებს და მიმტანებს.
1. პიცაიოლო/პიცის ოსტატი
სამუშაოს აღწერა:
- ნეაპოლიტანური პიცის და პასტის ცომის მომზადება ჩვენი სტანდარტების მიხედვით;
- პიცის აწყობა და გამოცხობა;
- რეცეპტების ზედმიწევნით დაცვა;
- სამუშაო ინგრედიენტების მომზადება და მარაგების კონტროლი;
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება.
მოთხოვნები:
- პიცაიოლოდ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია პროფესიის ადგილზე შესწავლა;
- მნიშვნელოვანია მონდომება, პასუხისმგებლობა და სისწრაფე.
ანაზღაურება: 30-დან 100 ლარამდე დღეში (გამოცდილების მიხედვით) სამუშაო საათები: შეთანხმებით, ცვლებში
2. "მიმტანი"
მოვალეობები: სტუმრის მიღება და მომსახურება
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
- სტუმართმოყვარე, ღიმილიანი და პოზიტიური დამოკიდებულება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
საკონტაქტო ინფორმაცია:
კომპანია: პიცერია დოლჩე ადგილმდებარეობა: ქუთაისი, წერეთლის 29
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.