ბუღალტერი
შპს "იბეროილი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ბაზარზეა 2012 წლიდან, ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ქუჩა. სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, კონტროლი და საბუღალტრო ბაზაში ასახვა (ORIS 5);
- ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების განხორციელება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვა და დამუშავება;
- ხელფასების დარიცხვა;
- იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და გატარებები;
- შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა ORIS5-ის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- სტრესის ქვეშ მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა.
გამოსაცდელი ვადა 3 თვე; დამატებითი ბენეფიტები: ადგილზე კვება.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000-4000 ლარი კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სახელი, გვარი და პოზიციის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.