დღის ექთანი - სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00 განყოფილება: სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; - შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.) - ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე - პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/XIf2X0y
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.