8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

JQTZCENR 8 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

Greenwood Hotel

Greenwood Hotel

მასაჟისტი

Greenwood Hotel Dış ilan
Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი - გამოძახებით ანაზღაურება - საბონუსე სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხეულის სარელაქსაციო და მასაჟების გაკეთება;
  • სახის სხვადასხვა პროცედურების გაკეთება;
  • პროცედურების დროს გამოყენებული ინვენტარის, პროდუქციის და სივრცის მოწესრიგება;
  • სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ;
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა და სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტებით მუშაობა;
  • სასტუმროს სპა სივრცეში ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის დაცვა, პროცედურების დროული ჩატარება და დროული მომსახურების გაწევა;

მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მასაჟისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".

გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Greenwood Hotel
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek