არაანაზღაურებადი სტაჟირება / ედვერთაიზერი
20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun
ციფრული მარკეტინის კომპანია Watson აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ედვერთაიზერის პოზიციაზე!
Watson არის ციფრული, მარკეტინგის კომპანია, რომელიც აცხადებს 2 თვიან, არაანაზღაურებად სტაჟირებას მოუშენ დიზაინერის მიმართულებით. კომპანია უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმააცისთვის ეწვიეთ ვებ-გევრდს: watson.ge
ძირითადი მოვალეობები
- ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Facebook/Instagram Ads, LinkedIn Ads და სხვა პლატფორმები) დაგეგმვა, შექმნა, მართვა და მონიტორინგი.
- ბიუჯეტის ეფექტური მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ROI-ის (ინვესტიციის ანაზღაურება) მისაღწევად.
- სარეკლამო კამპანიების მონაცემების ანალიზი (Google Analytics-ის ჩათვლით) და შედეგების საფუძველზე სტრატეგიული ცვლილებების შეტანა.
- ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ახალი სარეკლამო შესაძლებლობების აღმოჩენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- Google Ads-ისა და Facebook Ads Manager-ის პლატფორმების საბაზისო ცოდნა.
- Google Analytics-ის საბაზისო ცოდნა ანალიტიკური მონაცემების გასაანალიზებლად.
- ანალიტიკური და პრობლემის გადაწყვეტის უნარები.
რას გთავაზობთ ჩვენ
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
- პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
- ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22.
- გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე.
დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!