Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

JVA20WTR 12 Kas tarihinde yayınlandı 5 görüntüleme

ანაზღაურებადი სტაჟირება ინჟინერიის დეპარტამენტში

Görüşülür 28 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun
Sigorta · ilanda

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინჟინერიის დეპარტამენტში. კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა. კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com "ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები

  • ინჟინერიის დეპარტამენტში მიმდინარე სამუშაოების შესწავლა ამწე მოწყობილობებისა და ლიფტების მიმართულებით.
  • დეპარტამენტში დასამუშავებელ პროექტებში მონაწილეობა;
  • პროექტების ხარჯთაღრიცხვისა და წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები

  • კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟნრო მიმართულებით;
  • სასურველია საინჟინრო პროგრამების ცოდნა Autocad; Archicad.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენები: ინგლისური, რუსული (სასურველია);

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. #181

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz