კურიერი საკუთარი ავტომობილით
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები
- სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: 2400-3000 ლარი (გამომუშავებით) - ტარიფი: ყოველ აღებულ/ჩაბარებულ მისამართზე 3 ლარი;
- მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64;
- სამუშაო არეალი: ვაკე-საბურთალო.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები
- საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით თბილისში".