გაყიდვების მენეჯერი
შპს "მს ბილდერი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო სპეციფიკა:
- კომპანიის პროდუქტის შესწავლა.
- უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისათვის სარეალიზაციო ფართების შეთავაზება, გაცნობა და გაყიდვა.
- უკვე არსებული და პოტენციური მომხმარებლების პორტფელის ანალიზი განახლება და მართვა.
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ვიზიტის დაგეგმვა და ობიექტის გაცნობა.
- ობიექტზე მოსული ვიზიტორებისათვის კონსულტაციის გაწევა, მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების გაცნობა.
- მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანი
- კომუნიკაბელური
- ორგანიზებული
- თავდაჯერებული
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თვეში ორი შაბათი სამუშაო დღე. საათები: 10:00-18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე დამოკიდებული ბონუს სისტემა. სამუშაო ადგილი: თბილისი გიორგი ბრწყინვალის #52.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.