8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

JYQZASNB 18 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

გურამიშვილის მარანი

გურამიშვილის მარანი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾2000 / ay 19 Eki tarihine kadar başvurun

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

ამჟამად შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის "შვილობილი კომპანია რესტორანი "გურამიშვილის მარანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საგურამო ანაზღაურება: 2 000 ლარიდან — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მენიუს გაცნობა და სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების შერჩევაში დახმარება;
  • შეკვეთების მიღება და შესაბამისი პროგრამაში ასახვა;
  • შეკვეთის დროული და სწორად მიწოდება;
  • სამზარეულოსა და ბარის გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ანგარიშსწორების პროცესის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი გურამიშვილის მარანი"

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გურამიშვილის მარანი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek