აღრიცხვის ოპერატორი
17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
Website: http://www.ita.com.ge/ Facebook: https://www.facebook.com/ita.com.ge
კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ავტომობილების მიღებისა და სერვისის ტერიტორიაზე შესაბამის ბოქსებში განთავსების ორგანიზება;
- სერვისის მენეჯერთან და მექანიკოსებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
- მიმდინარე სერვისული სამუშაოების მონიტორინგი და პროცესში არსებული საკითხების დროული იდენტიფიცირება;
- შესასრულებელი სერვისული ოპერაციების განსაზღვრა და მათი ღირებულების შეთანხმება სერვისის მენეჯერთან;
- სერვისის განაცხადების დროული გახსნა, სამუშაოებისა და ფასების სწორად ასახვა, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და განაცხადების დახურვა;
- სერვისული სამუშაოებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების განსაზღვრა და აღრიცხვა;
- საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამისი მიმართულებისთვის;
- სერვისის პროცესში ინფორმაციის სიზუსტისა და აღრიცხვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან შესაბამისი განათლების მიღების პროცესში ყოფნა;
- საოპერაციო, ადმინისტრაციულ ან საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილებისა და მათი ტექნიკური მომსახურების შესახებ საბაზისო ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- 1C ან სხვა სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- ოპერატიულობა და პრობლემების დროული იდენტიფიცირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების შესაძლებლობას საავტომობილო და სერვისის მიმართულებით;
- პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 117 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შაბათი 10:00-15:00
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "აღრიცხვის ოპერატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.