8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

K9RSHMA8 7 Eyl tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

ფიტნეს დარბაზი რეფორმა

ფიტნეს დარბაზი რეფორმა

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾700 / ay 8 Eki tarihine kadar başvurun

სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი და სხვა ჯგუფური ვარჯიშებით, ასევე გამოიყენოთ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, თქვენზე მორგებული პაკეტებით და აბონიმენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

"რეფორმა"-ს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ ახალ თანამშრომელს - ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. #27 (დიდუბის ფილიალი); სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით - 08:00-16:00; 16:00-23:30 (1 სთ შესვენება) ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტი) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება/გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოს;
  • ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".

სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფიტნეს დარბაზი რეფორმა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek