8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

KC1K6GE2 7 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

კომპლექსი კრუიზი

კომპლექსი კრუიზი

ჭურჭლის მრეცხავი

Tiflis Tam zamanlı Temizlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

კომპანიის შესახებ:

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

  • მისამართი: ბელიაშვილის 81
  • დღიური ანაზღაურება: 60 ლარი
  • კვება: უზრუნველყოფილია
  • სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, 40-საათიანი სამუშაო კვირა

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოწესრიგებულობა და სისუფთავის დაცვა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოსა და სარესტორნო ჭურჭლის რეცხვა და მოწესრიგება
  • ჭურჭლის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
  • ჭურჭლის სწორად დახარისხება და განთავსება
  • სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

კომპანია "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კომპლექსი კრუიზი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek