მიმღები-ბარის ადმინისტრატორი
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ბარის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი). კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
პასუხისმგებლობები: - მომხმარებლის ეფექტური მიღება და მომსახურება; - კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა; - ტერმინალთან მუშაობა; - გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა; - სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები: - პოზიტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი; - ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; - მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა; - დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების (Word, Excel) საბაზისო ცოდნა; - უცხო ენების ცოდნა (ინგლისური); - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
განრიგი და ანაზღაურება: - განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლები: 08:00-15:30 სთ. ან15:30 -23:00 სთ; - ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით: - კორპორატიულ ფასდაკლებებს და სხვა ბენეფიტებს.
დეტალური პირობების სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://oktopus.selfrecruit.ge/s/Fyn0
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.