8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

M4GCPX03 8 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

სამი ძმა

სამი ძმა

მოლარე-კონსულტანტი

Tiflis Staj Satış
Oturum açın ve başvurun
₾1050 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: კედიას ქ. 3;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება: მზარდი, საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (3 თვის შემდეგ 1200)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო პროგრამაში მუშაობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება ოფისში;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სამი ძმა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek