მცხობელი/სეზონური დასაქმება
19 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე ახალი წლის პერიოდში (სეზონური დასაქმება). გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები
- ხაჭაპურისთვის ცომის გაფუება, დამუშავება და გამოცხობა;
- ინგრედიენტების სწორად, ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით გამოყენება;
- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის, წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა;
- კომპანიის სტანდარტების და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა;
- მთავარი მზარეულის მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1500 ლარიდან)+ ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: საბურთალო;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Nv6bnj7c გისურვებთ წარმატებას!