8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

MFWHJK4H 21 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

ოფისმარტი

ოფისმარტი

საოპერაციო მენეჯერი

Uzaktan Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 22 Eki tarihine kadar başvurun

"OfficeMart" არის ლიდერი კომპანია საოფისე მომარაგების სფეროში, რომელიც უკვე 13 წელია უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ხარისხიან პროდუქტებსა და სერვისებს. ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ამჟამად ვეძებთ საოპერაციო მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთების პროცესის მართვას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:30-18:00 (შაბათს დისტანციურად 10:30-13:00)
  • სახელფასო განაკვეთი: 1200/1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
  • მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ბარამიძის 5ა (სანზონა - მეტრო გურამიშვილთან)

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ და არასტრესულ სამუშაო გარემოს;
  • ცოდნაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ მენეჯმენტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ინიციატივების წახალისებას;
  • ახალგაზრდებით დაკომლექტებული, ენერგიული და მოტივირებული გუნდის წევრობას.

გეძებთ:

  • თუ თვლი, რომ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის;
  • თუ მიზნების დასახვა და მათი შესრულება გამოტივირებს;
  • თუ გახსნილი; მეგობრული და ყურადღებიანი ხარ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ეფექტური და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული წერა-მეტყველება ქართულ ენაზე;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამაში (FINA) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული შეკვეთების სრული ციკლის მართვა-მონიტორინგი;
  • შეკვეთების დაპროგრამება ორგანიზაციის სამუშაო პროგრამებში (FINA & ASANA);
  • დოკუმენტაციის მართვა (ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები);
  • პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • ელ-ფოსტისა და სხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებების მართვა;
  • მომხმარებლისგან სატელეფონო ზარების მიღება.
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის მოძიება და შესყიდვის დაორგანიზება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ოფისმარტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek