ადმინისტრატორი
ჩვენს შესახებ:
"Opus Batumi" არის პრემიუმ კლასის 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ რეზიდენციულ კომფორტს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი სტანდარტის მომსახურება, სადაც თითოეული სტუმარი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
მდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; ** ჯავშნების მართვა და მონიტორინგი PMS სისტემაში; ** სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის შესახებ; ** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ** სტუმრების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მათი მაქსიმალური კმაყოფილებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში (სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე);
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა და პუნქტუალურობა;
- სტრესულ სიტუაციებში ორიენტირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.