8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

MKJEDZGS 31 Ağu tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 30 Eyl tarihine kadar başvurun

სს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ქირურგის პოზიციაზე.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა სამუშაო განრიგი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები:- გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული პაციენტების მიღება, კლინიკური შეფასება და მართვა; - პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკის განსაზღვრა; - გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების განხორციელება შესაბამისი ჩვენების საფუძველზე; - პაციენტების მდგომარეობის დინამიკაში მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკის კორექტირება; - ოპერაციის შემდგომი პაციენტების მეთვალყურეობა და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციების გაცემა; - პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება; - საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციისა და მულტიდისციპლინური მართვის ორგანიზება; - პაციენტის ჰოსპიტალიზაციის, სხვა განყოფილებაში გადაყვანის ან დამატებითი სამედიცინო ჩარევის საჭიროების განსაზღვრა; - კლინიკური პროტოკოლების, გაიდლაინებისა და სამედიცინო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; - მორიგეობის პერიოდში კლინიკაში მყოფი ქირურგიული პროფილის პაციენტების უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება; - ქირურგიის მიმართულებით შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი; - ქირურგად მუშაობის გამოცდილება; - გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული პაციენტების მართვის გამოცდილება; - გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek