8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

MKJQCH0W 26 Ağu tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

საკონდიტრო ბელა

საკონდიტრო ბელა

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 27 Eyl tarihine kadar başvurun

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:

https://www.facebook.com/tortibela https://www.instagram.com/patisserie_bela/ https://www.tiktok.com/@belastorti

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე); ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • უფასო კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე პასუხი;
  • შემოსული ზარებისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებლებისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიღება;
  • მიღებული შეკვეთების დეტალურად/სიზუსტით პროგრამაში ასახვა;
  • მომხმარებელსა და დეკორატორ-დიზაინერებთან აქტიური კავშირი;
  • მონაცემთა ბაზების ყოველდღიური განახლება;
  • ყოველდღიურად მომხმარებლებში გამოკითხვის ჩატარება.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საკონდიტრო ბელა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek