გაყიდვების მენეჯერი
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
შპს "ჯითიეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ბათუმში).
"ჯითიეს გრუპი" საღებავების იმპორტისა და რეალიზაციის კომპანიაა. ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც მოიზიდავს ახალ კლიენტებს, განავითარებს ურთიერთობას არსებულ მომხმარებლებთან და გაუძღვება გაყიდვების პროცესს პირველი შეხვედრიდან შეკვეთის შესრულებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური კლიენტების მოძიება, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, და მათთან შეხვედრების დაგეგმვა.
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და მათი საჭიროებების შესწავლა.
- საღებავების ასორტიმენტის წარდგენა და კლიენტისთვის პროექტის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაყიდვის პირობებზე მოლაპარაკება.
- შეკვეთების შესრულებისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი.
უპირატესობად ჩაითვლება
- სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება და კლიენტების არსებული ბაზა.
- ტექნიკური განათლება სამშენებლო ან მექანიკური მიმართულებით.
- ტექნიკური ნახაზების კითხვის უნარი.
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერი".