ბარმენი
19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
რესტორნების ქსელი "Art Ital Group" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
Art Ital Group — რესტორნების ქსელი ბათუმში, რომელიც აერთიანებს Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium-ს, აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და გაცემა;
- კოქტეილების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ბარის სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- ბარის ინვენტარისა და პროდუქციის სწორად გამოყენება;
- სასმელების მარაგების კონტროლი და ნაშთების მონიტორინგი;
- სტუმრებისთვის თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბარმენად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასმელებისა და კოქტეილების მომზადების საბაზისო ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ დასაქმებას;
- სტუდენტებისთვის მორგებულ გრაფიკს.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV.