9.043 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

NGSZXVGP 26 Eki tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

უმცროსი ტექნიკური სპეციალისტი

Tiflis Staj Diğer Teknisyen
Oturum açın ve başvurun
₾1800–2000 / ay olağana göre −7% · olağan 2,049 ₾ · 25 ilan 27 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი - როტაციული სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 1800-2000 ლარი

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ძირითადი კომპეტენციები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლებას ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელ. მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ელ. მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ.მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით დამოუკიდებლად ან უფროსი ტექნიკური ინჟინრის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz