8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NGTRD0C5 3 Eyl tarihinde yayınlandı 64 görüntüleme

აგრო კომპანია ბარაქა

აგრო კომპანია ბარაქა

მაღაზიის მტვირთავი

Marneuli Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾800–1100 / ay 4 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 12 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ Facebook-ზე: https://www.facebook.com/Baraka.Georgia

ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის მტვირთავის პოზიციაზე, მარნეულში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღებაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
  • პროდუქციის დათვლაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
  • პროდუქციის დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის გაცემა და ნაშთების კონტროლი;
  • სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორაციული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;

ანაზღაურება: 800-1100 ლარი (NET) (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიის საწყობის მტვირთავი მარნეულში.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აგრო კომპანია ბარაქა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek