8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NHKS70GK 16 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

Hotel Indigo Batumi Old Town

Hotel Indigo Batumi Old Town

ადმინისტრატორი

Batum Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾1100 / ay 14 Eki tarihine kadar başvurun

ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული Hotel Indigo Batumi Old Town უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში – ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი

ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით; - ჯავშნების ეფექტური მართვა და სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; - სტუმართა მოთხოვნებზე დროული რეაგირება; - სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა სერვისის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომსახურების სფეროს); - მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); - ინგლისური ენის ფლობა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ: - საერთაშორისო ბრენდის (IHG) სტანდარტებით მუშაობისა და განვითარების გამოცდილებას; - პროფესიონალურ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; - კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან მოგვწერეთ პირდაპირ.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Hotel Indigo Batumi Old Town
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek