8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NK9DKAXR 21 Eyl tarihinde yayınlandı 23 görüntüleme

მანდარინა

მანდარინა

გაყიდვების კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

"MANDARINA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

MANDARINA-ს მაღაზიაში სამკაულებს ყიდი და მომხმარებელს არჩევაში ეხმარები. გამოცდილება სავალდებულო არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. სრული განაკვეთია: კვირაში 6 დღე და 1 დასვენების დღე, ცვლები როტაციულია.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.

გრაფიკი

  • დღეების უმეტესობა ექვსსაათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე თორმეტსაათიანია.
  • კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. ცვლები როტაციულია, მუდმივად მხოლოდ დილის ან მხოლოდ საღამოს ცვლა ვერ იქნება.
  • მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა.
  • მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.

სამუშაო ადგილი

  • აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
  • პიქსელი, ჭავჭავაძის გამზ. 34
  • გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
  • სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
  • სითი მოლი (გლდანი), ვეკუას ქ. 1
  • ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
  • თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ

მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg/wa

რას გთავაზობთ

  • ყველაფერს ადგილზე გასწავლით
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
  • ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
  • ძირითადად 6-საათიანი ცვლები

რას გააკეთებ

  • დახვდები მომხმარებელს, გაიგებ რას ეძებს და შესაფერის სამკაულს შეურჩევ
  • მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
  • მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
  • იმუშავებ სალაროსთან
  • იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს

ჩვენი მოლოდინი

  • 18 წელი და მეტი
  • ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
  • მომხმარებელთან საუბრისა და მოსმენის უნარი

ჩვენს შესახებ

wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით REDBERRY და MANDARINA. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:

რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.

მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg/wa

ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg

პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მანდარინა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek