8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NRTT7WEK 8 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

პირველი ნაბიჯი საქართველო

პირველი ნაბიჯი საქართველო

ბინაზე მოვლის პროგრამის ფსიქოლოგი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბინაზე მოვლის პროგრამის ფსიქოლოგის (განვითარების სპეციალისტი) პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

განვითარების სპეციალისტი ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას და თანამშრომლობს ბინაზე მოვლის პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან (კლინიკური ფსიქოლოგი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი).

იგი ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს.

განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

  • მოსარგებლის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;
  • მოსარგებლეთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
  • მოსარგებლის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;
  • ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
  • ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ცოდნა, კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრი განათლების, სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • სასურველია, მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;

უნარები და თვისებები:

  • ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა: გრაფიკი და განაკვეთი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ოქტომბერი.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პირველი ნაბიჯი საქართველო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek