8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NTZSQJ9R 8 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

გალერეა რუმ დიზაინი

გალერეა რუმ დიზაინი

სოციალური მედიის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

"ROOM DESIGN GALLERY & ROOM DESIGN STUDIO" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ

"ROOM DESIGN" წარმოადგენს პრემიუმ კლასის დიზაინ სტუდიასა და კონცეპტუალურ მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელზე, შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ პროფესიულად ძლიერ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე Social Media Manager-ს, რომელიც შეძლებს ჩვენი ბრენდის ციფრული იმიჯის ფორმირებას. ეს პოზიცია არ არის მხოლოდ პლატფორმების მართვა — ეს არის ბრენდის ისტორიის გადმოცემა, ემოციის შექმნა და დიზაინის ციფრულ ენაზე თარგმნა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ბრენდის სოციალური მედიის არხების მართვა (Instagram, Facebook, Pinterest, LinkedIn, Behance)
  • პრემიუმ სტილის შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შექმნა და განხორციელება
  • მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ფოტო / ვიდეო — Reels, Stories, Posts)
  • ბრენდის ტონისა და ესთეტიკის თანმიმდევრული შენარჩუნება
  • კონტენტ კალენდარის დაგეგმვა და მართვა
  • საერთაშორისო ტრენდების ანალიზი და ადაპტაცია
  • რეკლამების მართვა და ბრენდის ერთიანი კომუნიკაციის კონტროლი
  • ვებ გვერდების ადმინისტრირება ; სტრატეგიული კონტენტის განვითარება.
  • მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;
  • მონაწილეობის მიღება სარეკლამო ღონისძიებებში;
  • ბლოგების და თემატური სტატიების პერმანენტულად წერა და (წერის კულტურა) გამოქვეყნება შესაბამისი კრეატიული მარკეტინგული ხერხების გამოყენებით;
  • შედეგების ანალიზი და კონტენტის მუდმივი გაუმჯობესება

კრეატიული და ტექნიკური უნარები

პოზიცია მოითხოვს კონტენტის შექმნაში აქტიურ ჩართულობას:

  • ფოტო და ვიდეო გადაღებისა და დამუშავების ძლიერი უნარები
  • შემდეგი პროგრამების ცოდნა:
  • Adobe Photoshop
  • Adobe Illustrator
  • Adobe Premiere Pro
  • After Effects
  • CapCut / Canva

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • ძლიერი ვიზუალური და ესთეტიკური ხედვა
  • გამართული კომუნიკაციისა და copywriting-ის უნარი (ინგლისური ენა სავალდებულოა)
  • გამოცდილება დიზაინის, არქიტექტურის ან პრემიუმ ბრენდებთან (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

  • დახვეწილი გემოვნება და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება
  • ბრენდის აღქმისა და სტილის ბუნებრივი შეგრძნება
  • კრეატიული აზროვნება სტრატეგიულ ხედვასთან ერთად
  • მაღალი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • იდეების ვიზუალურ ისტორიებად გარდაქმნის უნარი

დამატებითი უპირატესობა: ** ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროს ცოდნა ** პრემიუმ / ლუქს სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება ** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შესაქმნელად ** SEO (Search Engine Optimization) პრინციპების ცოდნა, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის ოპტიმიზაცია (meta titles, descriptions, headings, alt ტექსტები), Google Search Console-ისა და Google Analytics გამოყენება, ასევე ორგანული ტრაფიკის ანალიზი და კონტენტ სტრატეგიასთან ინტეგრაცია. On და Off-page SEO-ის საფუძვლების ცოდნა.

რას გთავაზობთ

  • კრეატიულ და შთამაგონებელ სამუშაო გარემოს
  • მუშაობას საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან
  • მონაწილეობას მაღალი კლასის დიზაინ პროექტებში
  • პროფესიული და კრეატიული განვითარების შესაძლებლობას

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიმართება პირადი გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის მიღების პირობები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ: ** რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ** სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი (Digital / Social Media Manager).

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

www.roomdesigngallery.ge www.roomdesignstudio.ge https://www.facebook.com/roomdesign.ge/

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გალერეა რუმ დიზაინი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek