სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 10 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.