დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი იწვევს ენერგიულ, მიზანდასახულ და მოტივირებულ კანდიდატებს დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ეძებ შესაძლებლობას, დაიწყო პროფესიული კარიერა, განვითარდე დინამიკურ გარემოში და ამავდროულად შეინარჩუნო მოქნილი სამუშაო გრაფიკი, მაშინ:
ჩვენ გთავაზობთ: სწავლა და სტაჟირება: ტრენინგები და პრაქტიკული სწავლება გამოცდილი მენტორებისგან; მოქნილი გრაფიკი : 10:00-18:00 საათამდე ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო/ბონუსი შენი შედეგების მიხედვით; სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის #1
გექნება შესაძლებლობა: - SME (მცირე და საშუალო ბიზნესის) და საცალო დაზღვევის პროდუქტების პრეზენტაცია/რეალიზაცია; - არსებულ პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, მათთვის ახალი პროდუქტების გაცნობა და კონტრაქტების განახლება; - შენი ყოველდღიური მიღწევების აღრიცხვა და ანგარიშგება;
ვის ვეძებთ: - სტუდენტს (დამამთავრებელი კურსი) ან უმაღლესი განათლების მქონე მოტივირებულ ადამიანს; - ადამიანს, ვისაც უყვარს კომუნიკაცია და სურს განვითარდეს გაყიდვების სფეროში; - ინგლისური ენის მცოდნეს (საკომუნიკაციო დონეზე); - საოფისე პროგრამების მცოდნეს (მომხმარებლის დონეზე);
თუ გაქვს: - დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა და სწავლის სურვილი; - მაღალი ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.