← Tüm iş ilanları

NVFCF3VD 18 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

კონსულტანტი - TBILISI PARKING

₾1537 / ay Oturum açın ve başvurun

18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun

ვაკანსია TBILISI PARKING პროექტისათვის პოზიციის დასახელება: კონსულტანტი (შრომითი ხელშეკრულება) ორგანიზაცია: ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო კატეგორია: მომსახურება (თბილისის პარკინგის პროექტის ფარგლებში) თანამდებობრივი სარგო: დარიცხული 1537 ლარი სამსახურის ადგილმდებარეობა: სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული PARKING INFO ჯიხური სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 9 დან 5 საათამდე ან 10 დან 6 საათამდე.

ფუნქციები

  • მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურებთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომობილის პარკირების წესების თაობაზე;
  • ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შრომითი ხელშეკრულების, მომსახურების ხარისხის სტანდარტის და სხვა შიდა აქტების მოთხოვნათა დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და ტექნიკური შეფერხების შესახებ;
  • ასრულებს ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სხვა სამუშაო დავალებებს.

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • აუცილებელია რეზიუმეს თან ერთვოდეს სამოტივაციო წერილი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კონსულტანტი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz