8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

NYEXSV3W 28 Ağu tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

ვარსკვლავი

ვარსკვლავი

კონდიტერი

Tiflis Staj Gıda / Restoranlar
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია "ვარსკვლავი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონდიტერი

მდებარეობა - თბილისი გამოცდილება - 1 წლამდე სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი მუშაობის ტიპი - ადგილზე

კომპანია "ვარსკვლავი" საკონდიტრო საცხობი „ვარსკვლავი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციითა და ინოვაციური მიდგომებით. ჩვენი მისიაა, შევქმნათ დაუვიწყარი გემოები და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება თანამედროვე სტანდარტების დაცვით. ვარსკვლავი აერთიანებს პროფესიონალ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

ძირითადი მოვალეობები: - საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების მომზადება რეცეპტებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვით - ინვენტარისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენის უზრუნველყოფა - პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი - საწყობში არსებული ინგრედიენტების სწორად გამოყენება და მარაგების კონტროლი - გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და სამუშაო პროცესში ჩართულობა - კომპანიის სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა - ახალი რეცეპტების და დეკორაციების შესწავლა და დანერგვაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - სასურველია საკონდიტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ან სტაჟირების სურვილი - სწრაფი სწავლის უნარი და მოტივაცია პროფესიულ განვითარებაზე - სისუფთავის, ჰიგიენის და დეტალებზე ორიენტირებულობის მაღალი დონე - კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი - დროის მართვისა და პასუხისმგებლობის გრძნობა

უპირატესობები და სარგებელი: - სტაჟირების შესაძლებლობა და პროფესიული ზრდის პერსპექტივა - მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონდიტრო - ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა შეთანხმებით

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 555 57 50 56

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვარსკვლავი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek