İş ortağı

Gürcistan genelinde ücretsiz ilanlar.

classified.ge'yi aç
← Tüm iş ilanları

P4QN9QHA 12 Kas tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

POS ტერმინალების ტექნიკური წმენდის სპეციალისტი

ბს/2 ჯორჯია

ბს/2 ჯორჯია

Tiflis Tam zamanlı Diğer
₾1200 / ay 3 Ara tarihine kadar başvurun
Orijinal ilana devam edin ↗
Sigorta · ilanda

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების ტექნიკური წმენდის სპეციალისტის პოზიციაზე.

ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, „Penki Kontinentai“, ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.

ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი https://bs2.lt/ge/career/

ლოკაცია: თბილისი, დიღომი, პ. ყურაშვილის ქ. N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური დიდუბიდან) გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.

პოზიციის მიზანი: EFT POS ტერმინალების შესაბამისი პროცედურების დაცვით დაშლა და ტექნიკური წმენდა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

  • EFT POS ტერმინალების მიღება და ვიზუალური დათვალიერება;
  • ტერმინალების დაშლა დადგენილი ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად;
  • მოწყობილობის კორპუსისა და შიდა კომპონენტების ტექნიკური წმენდა;
  • მტვრის, ჭუჭყისა და სხვა სახის დაბინძურების უსაფრთხოდ მოცილება;
  • წმენდის პროცესში შესაბამისი ხელსაწყოებისა და საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება;
  • დაშლის პროცესში აღმოჩენილი თვალსაჩინო დაზიანებების ან დეფექტების შესახებ პასუხისმგებელი ტექნიკოსის ინფორმირება;
  • მოწყობილობებისა და მათი დეტალების უსაფრთხოდ შენახვა და დაკარგვის/დაზიანების თავიდან აცილება;
  • სამუშაო ადგილის, ხელსაწყოებისა და გამოყენებული ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის ინტერესი და საბაზისო ტექნიკური უნარები;
  • მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობებისა და დეტალების ფრთხილად დამუშავების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობისა უნარი.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ან ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

ჩვენ გთავაზობთ

  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qDlT7MCb გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz