8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

P7XGSER3 25 Ağu tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

ბარამბო

ბარამბო

მოლარე-კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სანაყინე ჯიხურებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი სამუშაო გრაფიკი: სრული 40 საათი, 5/2;

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის წარდგენა და რეალიზაცია;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • დღისა და საღამოს ცვლაში შერეულად მუშაობის შესაძლებლობა;
  • კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა.

გთავაზობთ:

დასაქმებას მზარდ-სტაბილურ კომპანიაში, პროფესიული ზრდის, სწავლებისა და დაწინაურების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბარამბო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek