8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları
Bu iş ilanı kapandı ve artık başvuruları kabul etmiyor.

P8R3JKEP 1 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

თაბუკა

თაბუკა

მძღოლ-ექსპედიტორი/მომმარაგებელი

თაბუკა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით.
  • პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
  • ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
  • უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც
  • სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი

გთავაზობთ:

  • შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე
  • ტრანსპორტირებას
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივას
  • მეგობრულ გარემოს
  • სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
  • სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თაბუკა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek