თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა. გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 15:00 საათი;
რას გააკეთებ
- გააინკასირებ სწრაფი გადახდის / თვითმომსახურების ტერმინალებს;
- სალაროში წარადგენ ინკასირებულ თანხას;
პიროვნული უნარები
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ყოველთვიურ ბონუსს (600 ლარამდე);
- ანაზღაურება- 900 ლარი (ბონუსის გარეშე).
დამატებითი მოთხოვნები
- უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი);
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t74HvR1d