8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PAKHE9NS 15 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

ნიკორა

ნიკორა

შეფ-კონსულტანტი

ნიკორა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონსულტანტის პოზიციაზე მზა კერძების მიმართულებით:

სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2, ნაძალადევი სამუშაო პირობა: თვეში მინიმუმ 5-10 სამუშაო ვიზიტი საწარმოში.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • ახალი მზა პროდუქტების, კერძებისა და რეცეპტურების შემუშავება და დანერგვა;
  • არსებული პროდუქტებისა და რეცეპტურების განახლებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქტის გემოვნური, ვიზუალური და ტექნოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით კონსულტირება;
  • საწარმოო პროცესების დახვეწისა და ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და წარმოების გუნდთან თანამშრომლობა;
  • ახალი და განახლებული პროდუქტების საცდელი წარმოების პროცესის პრაქტიკული ზედამხედველობა;
  • პროდუქტის მასშტაბური წარმოებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • საწარმოო პროცესების დახვეწის მიზნით კონსულტირება;
  • პროდუქციის შენახვის ვადის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქტის მონაცემების კოორდინაცია და ა.შ;
  • წარმოების თანამშრომლების გადამზადება და ტრენინგების ჩატარება ახალი და განახლებული პროდუქტების, რეცეპტურებისა და მომზადების სტანდარტების შესახებ;
  • თანამშრომლებისთვის პრაქტიკული სწავლების, დემონსტრირებისა და სამუშაო პროცესში კონსულტირების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, კულინარიის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კულინარიის, კვების წარმოების, პროდუქტის განვითარების ან შესაბამის სფეროში;
  • მზა კერძების/კვების პროდუქტების წარმოების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რეცეპტურის შემუშავებისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესების გამოცდილება;
  • საწარმოო პროცესების პრაქტიკული ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორას ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ინტრეიდის ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნიკორა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek