8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PN1GDS7B 16 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

სონო კრედიტ

სონო კრედიტ

პრობლემური სესხების ოფიცერი

Tiflis Staj Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე, ანაზღაურებადი სტაჟირებით ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პრობლემური და ჩამოწერილი სესხების მართვა;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობა;
  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • საშეღავათო მოლაპარაკებების წარმოება;
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები შესრულება მოთხოვნის შესაბამისად.

კვალიფიკაცია:

  • სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტთან მოლაპარაკების უნარი;
  • Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა;
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.

წარსადგენი დოკუმენტაცია: CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე (თემის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

კომპანია არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
  • კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს;
  • დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე;
  • დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სონო კრედიტ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek