8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PP3KAPBB 16 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

სოფლის განვითარების სააგენტო

სოფლის განვითარების სააგენტო

საველე ინსპექტირების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾1880 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

ა (ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საველე ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე გურიის რეგიონში - ოფისი ქ. ოზურგეთში.

ანაზღაურება: 1880 ლარი (net) სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შერჩეული ობიექტების ინსპექტირება.
  • შერჩეული ობიექტების ინსპექტირებაზე გასვლამდე, მათ შესახებ წინასწარი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი.
  • ადგილზე ვიზიტისას არსებული ფაქტიური მდგომარეობის და ბენეფიციარისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება ინსპექტირების აქტში.
  • ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი;
  • განხორციელებული ინსპექტირების შედეგების განხილვა ხელმძღვანელთან;
  • საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • მართვის მოწმობა - B კატეგორიის (მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილის მართვის უფლებით).

სხვა მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • დროის სწორად მართვის უნარი.
  • კომუნიკაციის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის უნარი.
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე. სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: "ინსპექტირების სპეციალისტი" - გურია. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, დევი აბაშიძის 10ა (ყოფილი ს.ახმეტელის 10ა).

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სოფლის განვითარების სააგენტო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek